მე–9 დღე, დანარჩენი დღების მსგავსად ძალიან ნაყოფიერი იყო. ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო ,სამუშაო პროცესი მეტად საინტერესიდ წარიმართა. დღე საქმიანი და შინაარსიანი იყო.
დიდი მადლობა ტრენერს, ქ– ნ ლალი გიგაურს, საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.პირედად ჩემთვის და ეჭვი არ მეპარება, ჯგუფის სხვა წევრისთვისაც, ეს ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო.
Thursday, July 16, 2015
Wednesday, July 15, 2015
მერვე დღის რეფლექსია
შევამოწმეთ საშინაო დავალება.ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი გვერდების შექმნა: პროექტის პორტფოლიო და ჩემ შესახებ. ვისწავლეთ სურათების ჩასმა.ასევე პორტფოლიოში ჩავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები გუგლ დრაივის გამოყენებით. შესვენების შემდეგ მოვისმინეთ მასწავლებლის პრეზენტაციები და წარვადგინე საკუთარი პრეზენტაცია.
Tuesday, July 14, 2015
მაშვიდე დღის რეფლექსია
შევამოწმეთ საშინაო დავალება. მოსწავლის ნაშრომში ჩავასწორეთ შენიშვნები და ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა ჩვენს ბლოგებზე გუგლ დრაივის გამოყენებით. ასევე დავასრულეთ შაბლონის შევსება და შევავსეთ შეფასების რუბრიკა.მივიღეთ საშინაო დავალება, რომ გაგვეკეთებინა მასწავლებლის პრეზენტაციის სლაიდ შოუ.
Monday, July 13, 2015
სასწავლო პროცედურები
პროექტის დაწყებამდე:
გავაკეთებ ბროშურას, როგორც მოსწავლეების, ისე მათი
მშობლებისათვის, რათა შეიტყონ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას და რაში დაეხმარებათ
იგი რეალობაში?
მომზადების ეტაპი:
პირველი კვირა
პროექტზე მუშაობას ზოგადი შეკითხვით დავიწყებ: როგორ
დაგვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიაანთ მოსაზრებებს, ისმენენ ერთმანეთის პასუხებს
და აკეთებენ კომენტარებს. შემდეგ დავსვავ
მაპროვოცირებელ თემატურ შეკითხვას: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რეალობაში სტატისტიკა
და მონაცემთა ანალიზი? მოსწავლეები ამ შეკითხვით უკეთესად მიხვდებიან და დაფიქრდებიან
მოცემული თემის მნიშვნელობაზე. დაწვრილებით გაიხსენებენ შესწავლილ მასალას და შემდეგ
დაიწყებენ პროექტზე მუშაობას. ასევე დავარიგებ პროექტის შეფასების რუბრიკას,რის შემდეგაც
მოსწავლეებს ეცოდინებათ,რომ მოცემული რუბრიკით შეფასდება მათი მუშაობა პროექტის დაწყებამდე,მუშაობის
პროცესში და დასრულების შემდეგ.
პროექტზე მუშაობა: მეორე კვირა
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ თავისუფლებას,
რომ დავალებები თვითონ გაინაწილონ ჯგუფებში. მოსწავლეებს შევახსენებ, რომ ყველა თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს პასუხი
უნდა გაეცეს. თვალყურს მივადევნებ თუ როგორ მოიძიებენ ინტერნეტიდან საჭირო მასალებს და როგორ გაანალიზებენ , თუ რა
მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანსაღი ცხოვრებისათვის. შემდეგ ჩაატარებენ კვლევას სკოლაში და დააკავშირებენ ერთმანეთთან შეძენილ თეორიულ ცოდნასა
და პრაქტიკულ საქმიანობას.
პრეზენტაციის მომზადება: მესამე კვირა
კვლევის შედეგად მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას
,რეალური სიტუაციის მიხედვით გააკეთენ ცხრილებს და დიაგრამებს,გააკეთებენ დასკვნებს . ამის შემდეგ მივუთითებ,რომ დაიწყონ
მულტიმედიურ პრეზენტაციციაზე მუშაობა.თითოეული ფურცელი უნდა მოიცავდეს სლაიდის სათაურს
და ძირითადი საკითხების ჩამონათვალს. მოცემული
დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეებს შევხვდები ინდივიდუალურად შესაბამისი ცვლილებების
შეტანის მიზნით.
პრეზენტაციის ჩატარება:
პრეზენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები
ჯგუფებში დაეხმარებიან ერთმანეთს პრეზენტაციის
ზეპირად წარმოდგენის მომზადებაში.
Sunday, July 12, 2015
მახუთე დღის რეფლექსია
გავიხნეთ წინა ოთხი დღის მანძილზე შესწავლილი მასალა.ვისწავლეთ როგორ უნდა შევავსოთ გამოყენებული ლიტერატურა, ჩავწერეთ მისამართები და სათაურები.ასევე ვისწავლეთ მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაცია სლაიდების გამოყენებით და მივიღეთ საშინაო დავალებათ მოსწავლის ნაშრომის დამთავრება.
Wednesday, July 8, 2015
მაოთხე დღის რეფლექსია
შევამოწმეთ საშინაო დავალება. გავაგრძელეთ შაბლონის შევსება. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და შევავსეთ შეფესების დროის ჩარჩო. გავეცანით გუგლ დრაივს და მის წარმოებას, შევასრულეთ მოცემული დავალებები.
Tuesday, July 7, 2015
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვები
- როგორ დამეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
თემატური კითხვები
- რატომ არის მნიშვნელოვანი მათემატიკური მეთოდების გამოყენება სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების პროცესში?
- როგორ გვეხმარება მათემატიკური სიმბოლოები და არითმეტიკული მოქმედებები სტატისტიკური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების დროს?
- მათემატიკური სტატისტიკის რა მეთოდებს ვიყენებთ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას?
- მონაცემთა შეგროვების რა მეთოდებია თქვენთვის ცნობილი?
- რა სახის ცხრილები შეიძლება გამოვიყენოთ შეგროვილი მონაცემების წარმოსადგენად?
- რა მეთოდებით ახდენენ მონაცემთა თვალსაჩინო გამოსახვას?
მესამე დღის რეფლექსია
დასრულეთ ბროშურაზე მუშაობა.გამოვიყენეთ ესგ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს სტანდარტები და ინდიკატორები, შევავსეთ შაბლონი. ჩამოვწერეთ მოსწავლის მიზნები ბლოგებზე და გავაკეთეთ კომენტარები. მოვისმინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
- გაეცნონ და მოიძიონ ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაცია სპორტის სხვადასხვა სახეობებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.
- კითხვარების საშუალებით ჩაატარონ გამოკითხვა დაწყებით საფეხურზე -" ვინ რომელ სპორტზე დადის და რატომ?"
- წარმოადგინონ მოპოვებული მასალა სახშირეთა ცხრილის და პიქტოგრამის სახით, რაც განუვითარებს მონაცემების დახასიათების და აღწერის უნარს.
- კლასიციფირებული მონაცემები წარმოადგინონ სვეტოვანი და წრიული დიაგრამის სახით.
- გაანალიზონ და გააკეთონ დასკვნები პრეზენტაციის სახით ჩვენს სკოლაში პოპულარული სპორტის შესახებ.
Monday, July 6, 2015
მეორე დღის რეფლექსია
წარმოვადგინეთ საშინაო დავალება, განვიხილეთ პროექტის იდეები და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. ვისწავლეთ პროექტის ბროშურების შევსება..
Sunday, July 5, 2015
ჩემი პროექტის ოდეა
პროექტის სათაური-სპორტი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
პროექტის იდეა- მოსწავლეები ინტერნეტით გაეცნობიან სპორტული სამყაროს საინტერესო მხარეებს.დახელოვნდებიან ტექნოლოგიების გამოყენებით საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და მათი სათანადო ფორმით წარმოდგენაში.მოიპოვებენ მასალას კითხვარების საშუალებით, სკოლის დაწყებით საფეხურზე,მოსწავლეების აქტივობის შესახებ სპორტისადმი. გამოიყენებენ სტატისტიკურ ელემენტებს. ყოველივე ამის საფუძველზე გაანალიზებენ და გააკეთებენ დასკვნებს პრეზენტაციის სახით იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტს ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
პროექტის იდეა- მოსწავლეები ინტერნეტით გაეცნობიან სპორტული სამყაროს საინტერესო მხარეებს.დახელოვნდებიან ტექნოლოგიების გამოყენებით საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და მათი სათანადო ფორმით წარმოდგენაში.მოიპოვებენ მასალას კითხვარების საშუალებით, სკოლის დაწყებით საფეხურზე,მოსწავლეების აქტივობის შესახებ სპორტისადმი. გამოიყენებენ სტატისტიკურ ელემენტებს. ყოველივე ამის საფუძველზე გაანალიზებენ და გააკეთებენ დასკვნებს პრეზენტაციის სახით იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტს ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის.
პირველი დღის რეფლექსია
ვისაუბრეთ ინტელის განსაზღვრების შესახებ და გავიგეთ, რომ ის არის პროექტებით სწავლება..შევქმენით ჩვენი საკუთარი ბლოგები.
Subscribe to:
Posts (Atom)