Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

   მე–9 დღე,  დანარჩენი დღების მსგავსად ძალიან ნაყოფიერი იყო.  ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო ,სამუშაო პროცესი  მეტად საინტერესიდ  წარიმართა. დღე საქმიანი და შინაარსიანი იყო.
       დიდი მადლობა ტრენერს, ქ– ნ ლალი გიგაურს, საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.პირედად ჩემთვის და ეჭვი არ მეპარება, ჯგუფის სხვა  წევრისთვისაც, ეს ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო.  

Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევამოწმეთ საშინაო დავალება.ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი გვერდების შექმნა: პროექტის პორტფოლიო და ჩემ შესახებ. ვისწავლეთ სურათების ჩასმა.ასევე პორტფოლიოში ჩავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები გუგლ დრაივის გამოყენებით. შესვენების შემდეგ მოვისმინეთ მასწავლებლის პრეზენტაციები  და წარვადგინე საკუთარი პრეზენტაცია.  

Tuesday, July 14, 2015

მაშვიდე დღის რეფლექსია

შევამოწმეთ საშინაო დავალება. მოსწავლის ნაშრომში ჩავასწორეთ შენიშვნები და ვისწავლეთ პრეზენტაციის გადატანა ჩვენს ბლოგებზე გუგლ დრაივის გამოყენებით. ასევე დავასრულეთ შაბლონის შევსება და შევავსეთ შეფასების რუბრიკა.მივიღეთ საშინაო დავალება, რომ გაგვეკეთებინა  მასწავლებლის პრეზენტაციის სლაიდ შოუ.

Monday, July 13, 2015

სასწავლო პროცედურები

პროექტის დაწყებამდე:
გავაკეთებ ბროშურას, როგორც მოსწავლეების, ისე მათი მშობლებისათვის, რათა შეიტყონ რა მნიშვნელობა აქვს პროექტებით სწავლებას და რაში დაეხმარებათ იგი რეალობაში?
მომზადების ეტაპი:  პირველი კვირა
პროექტზე მუშაობას ზოგადი შეკითხვით დავიწყებ: როგორ დაგვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?  მოსწავლეები გამოთქვამენ თავიაანთ მოსაზრებებს, ისმენენ ერთმანეთის პასუხებს და აკეთებენ კომენტარებს.   შემდეგ დავსვავ მაპროვოცირებელ თემატურ შეკითხვას: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რეალობაში სტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი? მოსწავლეები ამ შეკითხვით უკეთესად მიხვდებიან და დაფიქრდებიან მოცემული თემის მნიშვნელობაზე. დაწვრილებით გაიხსენებენ შესწავლილ მასალას და შემდეგ დაიწყებენ პროექტზე მუშაობას. ასევე დავარიგებ პროექტის შეფასების რუბრიკას,რის შემდეგაც მოსწავლეებს ეცოდინებათ,რომ მოცემული რუბრიკით შეფასდება მათი მუშაობა პროექტის დაწყებამდე,მუშაობის პროცესში და დასრულების შემდეგ.
პროექტზე მუშაობა: მეორე კვირა
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და მივცემ თავისუფლებას, რომ დავალებები თვითონ გაინაწილონ ჯგუფებში. მოსწავლეებს შევახსენებ, რომ  ყველა თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თვალყურს მივადევნებ თუ როგორ მოიძიებენ ინტერნეტიდან  საჭირო მასალებს და როგორ გაანალიზებენ , თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს  ჯანსაღი ცხოვრებისათვის.  შემდეგ ჩაატარებენ კვლევას სკოლაში  და დააკავშირებენ ერთმანეთთან შეძენილ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ საქმიანობას.
პრეზენტაციის მომზადება: მესამე კვირა
კვლევის შედეგად მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ,რეალური სიტუაციის მიხედვით გააკეთენ ცხრილებს და დიაგრამებს,გააკეთებენ  დასკვნებს . ამის შემდეგ მივუთითებ,რომ დაიწყონ მულტიმედიურ პრეზენტაციციაზე მუშაობა.თითოეული ფურცელი უნდა მოიცავდეს სლაიდის სათაურს და ძირითადი საკითხების ჩამონათვალს.  მოცემული დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეებს შევხვდები ინდივიდუალურად შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზნით.
პრეზენტაციის ჩატარება:

პრეზენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებში  დაეხმარებიან ერთმანეთს პრეზენტაციის ზეპირად წარმოდგენის  მომზადებაში.